წყალ-მარილოვანი ცვლა გულისხმობს წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) ორგანიზმში შეწოვის, შინაგან სივრცეებში გადანაწილებისა და გამოყოფის პროცესებს. ადამიანის წყლის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს 2.5 ლიტრს, საიდანაც დაახლოებით 1 ლიტრს იგი საკვებიდან ღებულობს. ორგანიზმში წყლის მთლიანი მოცულობის 2/3 მოდის უჯრედშიდა სითხეზე, ხოლო 1/3 - უჯრედგარეთაზე, რომელიც (სხეულის მასის 5%) განაწილებულია სისხლძარღვებში, უდიდესი ნაწილი კი მოდის ინტერსტიციულ ანუ ქსოვლოვან სითხეზე (დაახლოებით სხეულის მასის 15%). გარდა ამისა, განარჩევენ თავისუფალ წყალს, კოლოიდებთან შეკავშირებულსა და კონსტიტუციურ (მოლეკულათაშორის) წყალს; უკანასკნელი შედის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოლეკულის შემადგენლობაში და თავისუფლდება მათი დაჟანგვის დროს. სხვადასხვა ქსოვილში თავისუფალი, შეკავშირებული და კონსტიტუციური წყლის შემცველობა განსხვავებულია.
http://www.medgeo.net/2013/09/14/წყალ-მარილოვანი-ცვლა-2/
.
.
http://www.medgeo.net/2013/09/14/წყალ-მარილოვანი-ცვლა-2/
.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий