четверг, 29 ноября 2012 г.
აკრომეგალია
acromegalia
ივლისი 18th, 2009 |
Author:
manana
ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
აკრომეგალია
– დაავადება, რომელიც განპირობებულია სომატოტროპინის ჭარბი პროდუქციით და ხასიათდება ჩონჩხის ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების დისპროპორციული ზრდით.
პათოგენეზი.
გარკვეულ როლს ასრულებს ზრდის ჰორმონების მომატებული პროდუქცია, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ჰიპოფიზის ადენომით (დაავადების სიმსივნური ფორმა) ან ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანებით. მეორადია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები: კუჭქვეშა, სასქესო, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების. ჰიპოფიზის სიმსივნის ზრდასთან ერთად, დაავადების ვლინდება მეორადი ცვლილებებითა და გართულებებით შინაგანი ორგანოების მხრივ. ცილოვანი ცვლის ანაბოლური ფაზის გაძლიერება იწვევს რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების მასის ზრდას, ძვლის პერიოსტალური ზრდის გაძლიერებას, ორგანიზმში აზოტის შეკავებას. ორგანიზმში სომატოტროპული ჰორმონის სიჭარბე განაპირობებს კუჭქვეშა ჯირკვლის Р-უჯრედების ფუნქციის გაძლიერებას, მათ ჰიპერპლაზიასა და სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვას, რაც იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Следующее
Главная страница
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий