суббота, 20 декабря 2014 г.

ჰიპოთირეოზი ქოლესტერინის მომატებას იწვევს

კითხვა:

სისხლში ქოლესტერინის დონე  7.2 მაქვს. ვარ 48 წლის. ვიცავ დიეტას, თუმცა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. (ჩიყვი და ჰორმონების დაბალი დონე). შეიძლება ამის გამო მომატებული იყოს ქოლესტერინი?

პასუხი:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ცხადია, გავლენას ახდენს სისხლში ქოლესტერინის დონეზე. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაქვეითება ხშირად იწვევს ქოლესტერინის, ასევე დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების დონეთა მატებას. ცხიმოვანი ცვლის ასეთი მოშლა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. ამიტომ, მათ, ვისაც დაქვეითებული აქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და მომატებული აქვთ ქოლესტერინის დონე, საჭიროა მიიღონ ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები.

წყარო: http://holesterol.ru/faq/holesterin-i-shchitovidnaya-zheleza/

_________________________________________
გადასვლა: ქოლესტერინი
..

Комментариев нет:

Отправить комментарий