четверг, 23 июня 2016 г.

წყალ-მარილოვანი ცვლა

წყალ-მარილოვანი ცვლა  გულისხმობს წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) ორგანიზმში  შეწოვის, შინაგან სივრცეებში  გადანაწილებისა  და გამოყოფის პროცესებს. ადამიანის წყლის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს  2.5 ლიტრს, საიდანაც  დაახლოებით 1 ლიტრს იგი საკვებიდან ღებულობს.   ორგანიზმში წყლის მთლიანი მოცულობის 2/3 მოდის უჯრედშიდა სითხეზე, ხოლო 1/3 - უჯრედგარეთაზე, რომელიც   (სხეულის მასის 5%) განაწილებულია  სისხლძარღვებში, უდიდესი ნაწილი კი მოდის ინტერსტიციულ ანუ ქსოვლოვან სითხეზე (დაახლოებით სხეულის მასის 15%). გარდა ამისა, განარჩევენ თავისუფალ წყალს, კოლოიდებთან  შეკავშირებულსა და კონსტიტუციურ (მოლეკულათაშორის) წყალს; უკანასკნელი შედის  ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოლეკულის  შემადგენლობაში და თავისუფლდება მათი დაჟანგვის დროს. სხვადასხვა ქსოვილში თავისუფალი, შეკავშირებული და კონსტიტუციური წყლის შემცველობა განსხვავებულია.


http://www.medgeo.net/2013/09/14/წყალ-მარილოვანი-ცვლა-2/
.
.