четверг, 29 ноября 2012 г.

ვირილური სინდრომი


ლალი დათეშიძე
სიმპტომები. სახეზე, კიდურებზე, ზურგზე, გულმკერდზე, მუცელზე თმის ზრდა, თმის დაცვენა თავიდან მამაკაცური ტიპით, ხმის ტემბრის ცვლილება, მამაკაცისათვის დამახასიათებელი აგებულება, სარძევე ჯირკვლების ატროფია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ოლიგომენორეის გამო ამენორეამდე, კლიტორის ჰიპერტროფია და ვირილიზაცია, საშვილოსნოს შემცირება, ენდომეტრიუმისა და საშოს ლოროწოვანი გარსის ატროფია. სისხლში მატულობს ტესტოსტერონის დონე, ასევე მატულობს შარდთან ტესტოსტერონისა და 17-კეტოსტეროიდების ექსკრეცია.

აკრომეგალია


ლალი დათეშიძე
პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს ზრდის ჰორმონების მომატებული პროდუქცია, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ჰიპოფიზის ადენომით (დაავადების სიმსივნური ფორმა) ან ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანებით. მეორადია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები: კუჭქვეშა, სასქესო, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების.  ჰიპოფიზის სიმსივნის ზრდასთან ერთად, დაავადების ვლინდება მეორადი ცვლილებებითა და გართულებებით შინაგანი ორგანოების მხრივ. ცილოვანი ცვლის ანაბოლური ფაზის გაძლიერება იწვევს რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების მასის ზრდას, ძვლის პერიოსტალური ზრდის გაძლიერებას, ორგანიზმში აზოტის შეკავებას. ორგანიზმში სომატოტროპული ჰორმონის სიჭარბე განაპირობებს კუჭქვეშა ჯირკვლის Р-უჯრედების ფუნქციის გაძლიერებას, მათ ჰიპერპლაზიასა და სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვას, რაც იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.